"ოცნება" დაუფარავ, დეკლარირებულ ომზე გადავიდა აშშ-სა და EU-ს წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია
"ოცნება" დაუფარავ, დეკლარირებულ ომზე გადავიდა აშშ-სა და EU-ს წინააღმდეგ, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს და მათ თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე. ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა დაკარგოს. გეგელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული დაზვერვის დაკვეთას ასრულებს, რომელსაც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს.
"ლელოს" წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. დადგა მომენტი, როდესაც რუსეთის მსახური მთავრობის ხელმძღვანელმა აშშ-ს ღიად დასდო ბრალი სახელმწიფო გადატრიალების ორი სხვადასხვა მცდელობის მხარდაჭერაში. ამით "ქართული ოცნება" უკვე დაუფარავ, დეკლარირებულ ომზე გადავიდა პოლიტიკური დასავლეთის, აშშ-სა და ევროპული კავრიშის წინააღმდეგ, ყველა იმ პარტნიორი და მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენულობას, ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს და მის ხალხს და რომელიც არის გარანტორი იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოშ იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
ამერიკის ელჩი იძულებული გახდა, საზოგადოებისთვის ემცნო, რომ რუსულმა ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის გამართავზე, რაგან ჩვენს უმთავრეს სტრაეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გარღმავებას, რუსულმა ხელისუფლებამ ამჯობინა პუტინის, ლავროვის და პესკოვის საყვარელი კანნონის გატანა.
რასაკვირველია, ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი, რომ შეუჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, რომ არ გააჩნდეს ევროპული პერსპექტივა.
დღეს საქართელოს პარლამენტში მიმდინარეობს რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია, რომლის მიზანი ნამდვილად არის სახელმწიფო გადატრიალება, ოღონდ ე.წ. ქართული ხელისუფლების ხელით. გუშინ სწორედ ამ შენობაში უნდა გამოცხადებულიყო ვიშის კაპიტულანტური რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონო დარჩიაშვილი, რომელმაც ისევ, ტრადიციულად ჩირგვებში დამალვა ამჯობინა საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემას.
"ქართულმა ოცნებამ" საბოლოო და მკაფიო, დეკლარირებული ომი გამოუცხადა საკუთარ ერს და სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს აროს ომი, რომელშიც იმარჯვებს ქართველი ერი და ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესი. ბრძოლა იქნება პრინციპული, იქნება ბოლომდე და იქნება გამარჯვებამდე!, - თქვა გრიგოლ გეგელიამ.