"ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ... თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს.
"ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ... თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს.
ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან..
თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება", - წერს წილოსანი.
დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დაწერეს, რომ "ოცნების" წევრებს, სიმბოლურად, 30 თეთრი ურიცხავდნენ.

30 თეთრი გადავუხადეთ ქვეყნის გამყიდველებს წითელ პარასკევს
How to: მობაილბანკით სხვასთან მობილუროს ნომრით გადარიცხვა, 0.3 ლარის მითითება, დანიშნულებაში რაც გაგიხარდებათ," - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
მშვენიერი ინიციატივაა. თანამედროვეობის იუდებს ვურიცხავთ სიმბოლურად 30 თეთრს," - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.