არა რუსულ რეჟიმს! - აქცია პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე გაიმართება

03.05.24 16:11
არა რუსულ რეჟიმს! - აქცია პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე გაიმართება

არა რუსულ რეჟიმს! - აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე გაიმართება. "დაფიონის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ბრძოლა გრძელდება"

აქციის ორგანიზატორები ელიან პროვოკაციებს - "ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები."

ჩვენი ბრძოლა გრძელდება❗️
ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.
🆘️ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით.  ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები. 
თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები❤️ 
მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად.
#საქართველოჩვენია
#არარუსულრეჟიმს
#არარუსულკანონს
#არარუსულმთავრობას
მეგობრებო, გაავრცელეთ და გადააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს დროულად ინფორმაცია აქციის შესახებ! - წერია განცხადებაში.