საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე სულელური და უაღრესად საშიშია - გახარია
საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის სკანდალურ წერილს.
გახარიას თქმით, ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან.
საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება", - წერს გიორგი გახარია.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტის ეტაპზე გადავიდა? ამ განცდას ტოვებს პრემიერ კობახიძის ის წერილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. კობახიძე ამერიკისგან რუსული კანონის შესახებ კრიტიკის შეწყვეტას მოითხოვს და ამტკიცებს რომ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანს, რომელსაც გუშინ ტელეფონით ესაუბრა, უთხრა რომ ურთიერთობების აღსადგენად, ამერიკამ საქართველოსთან მიდგომები უნდა შეცვალოს.