ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს - სააკაშვილი

03.05.24 16:49
ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს - სააკაშვილი

ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი გავრცელებულ წერილში მისი პრეზიდენტობის დროს ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უსვამს ხაზს.

ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს!
ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტის ეტაპზე გადავიდა? ამ განცდას ტოვებს პრემიერ კობახიძის ის წერილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. კობახიძე ამერიკისგან რუსული კანონის შესახებ კრიტიკის შეწყვეტას მოითხოვს და ამტკიცებს რომ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანს, რომელსაც გუშინ ტელეფონით ესაუბრა, უთხრა რომ ურთიერთობების აღსადგენად, ამერიკამ საქართველოსთან მიდგომები უნდა შეცვალოს.