ხიდაშელი კობახიძეზე: "მოღალატეობრივი აქტი"

03.05.24 16:54
ხიდაშელი კობახიძეზე: "მოღალატეობრივი აქტი"

"ის ამ წერილით ჩვეულებრივი მოღალატეობრივ აქტს ჩადიოდა, ის ღალატობდა ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მთავარ უსაფრთხოების ინტერესებს," - ამ განცხადებას თინა ხიდაშელი აკეთებს და ირაკლი კობახიძის იერშის ეხმაურება.

თინა ხიდაშელის თქმით, პერსონალური სანქციები გარდაუვალია. 

ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ 29 აპრილის გამო ხვალ და ზეგ ვითარება რომ შეიცვლება, ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდება და მას არაფერი არ შეეხება, მუდამ ექნება სათქმელი, რომ მე რა ვქნა, ხომ ნახეთ, იმან როგორ ილაპარაკა და ჩვენ უბრალოდ ამას ვიმეორებდით - ეს ასე არ იქნება, ასე არ ხდება.

ის ამ წერილით ჩვეულებრივი მოღალატეობრივ აქტს ჩადიოდა, ის ღალატობდა ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მთავარ უსაფრთხოების ინტერესებს.

იციან, რომ გარდაუვალია ძალიან მძიმე შედეგი, - ამიტომ ახლა, მათ საყვარელ ენაზე რომ ვთქვა - сто период-ს იჭერენ, რომ ხვალ და ზეგ თავისი ამომრჩევლისთვის სათქმელი ჰქონდეს, რომ თვითონ ხომ მაინც მაგრად იომეს, ყველას ყველაფერი აკადრეს, ყველას ყველაფერი უთხრეს, არაფრად დაგიდევენ არც სანქციებს.

მე, პირადად, ფინანსური დახმარება რომ შეჩერდეს ან დაპაუზდეს, ამის მომხრე არ ვარ, იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში, მოსახლეობაზე აისახება ცუდად, მათზე პირადი სანქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გასაკეთებელია, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მათზე მოახდენს გავლენას,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.

 

წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? - რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? - შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. 

"ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება" - ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.