ახლა არ არის ის დრო, როცა უნდა გაყიდო შენი სამშობლო სამსახურის გამო - საჯარო მოხელე, რომელმაც ზეწოლის გამო სამსახური დატოვა

03.05.24 17:28
ახლა არ არის ის დრო, როცა უნდა გაყიდო შენი სამშობლო სამსახურის გამო - საჯარო მოხელე, რომელმაც ზეწოლის გამო სამსახური დატოვა

"ჩემმა უფროსმა გამაფრთხილა, "ტოცა ნორმალურად მოვიქცე,"  ბოლოს მეუბნება, რომ აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო", - საჯარო მოხელე "პირველებთან" ყვება, როგორ მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც უფროსმა ულტიმატუმის წინაშე დააყენა ანტირუსულ აქციებზე მონაწილეობის გამო.

პავლე ნიავაძე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში იყო დასაქმებული. პავლე ნიავაძემ, რომელიც უფროს ზეწოლაში ადანაშაულებს, სამსახური დატოვა. 

ახალგაზრდა კაცი ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი ქვეყნის გადარჩენაა, რის გამოც გადაწყვიტა შემოსავლის წყაროზე უარი თქვას და მშვიდობიან დემონსტრანტებს ბოლომდე გვერდში ამოუდგეს. 

როდესაც მივედი სამსახურში, მითხრა ჩემმა უფროსმა, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ გავეფრთხილებინე და „ცოტა ნორმალურად მოვიქცე“ - მისი სიტყვებით რომ ვთქვა.
მე ვუთხარი, რომ არაფერს არანორმალურს არ ვაკეთებ, რომ ვიყავი აქციაზე და კიდევ ვაპირებ მისვლას, იყო ამაზე პასუხი - სისულელეების ლაპარაკი, რომ აი, დილას რომ აგვიანებ, ხომ არაფერს გეუბნები. ბოლოს მეუბნება, რომ აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო.
თუ ვინმეს კიდევ აქვს შემთხვევა ჩემნაირი, არ არის ახლა ის პერიოდი, როდესაც უნდა გაყიდო შენი სამშობლო ფულის გამო და სამსახურის გამო.
ბევრმა მომწერა, რომ მე დაგეხმარებით სამსახურის პოვნაში, მადლობა ყველას,“ - ამბობს პავლე ნიავაძე.