რუსეთში "უცხოელ აგენტებს" არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ
რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც უცხოელ აგენტებს ფედერაციაში, ყველა დონეზე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს - ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა, TASS ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანონს ემატება ახალი ნორმა - კანდიდატთა სიაში რეგისტრაციისთვის უცხოელი აგენტი ვალდებულია მოიხსნას ასეთი სტატუსი რეესტრში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე.