რა პერიმეტრზე მისცემს შსს აქციის მონაწილეებს პარაგრაფთან მიახლოების უფლებას? - მზადება აქციისთვის
ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფთან პოლიციელების მობილიზებაა. საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ლაშა ჯოხაძე ამბობს, პარაგრაფის შესასვლელთან აქციის მონაწილეებს მისვლის უფლებას არ მისცემენ.
რა თქმა უნდა, არა, დელეგაციები მოდიან, ასე, რომ ყველამ რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი იმ პერიმეტრს ავიღებთ. ღონისძიება მიმდინარეობს,“ - ამბობს ლაშა ჯოხაძე.
გოგა მემანიშვილმა "პირველებთან" აღნიშნა, რომ "ისეთ ადგილას გავაჩერებთ, რომ გზის სავალ ნაწილზე არ იმყოფებოდნენ, სხვ შეზღუდვა ჩვენგან არ იქნება".
"პარაგრაფთან" აქციისთვის ემზადებიან - ივანიშვილის სასტუმროსთან, სადაც ხელისუფლების წარმოამდგენლებს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა აქვთ ჩანიშნული განსაკუთრებული მობილიზებაა.
ადგილზე დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია აუკვე პატრულირებს და ქუჩებიც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია.