"ფლანგვის დეტექტორი": "გამჭვირვალობის მომხრე ძმები ფხაკაძეები ქართულ ბიზნესს ოფშორებიდან მართავენ. ოფშორული ოპერაციები გაუმჭვირვალეა"
"გამჭვირვალობის მომხრე ძმები ფხაკაძეები ქართულ ბიზნესს ოფშორებიდან მართავენ. ოფშორული ოპერაციები გაუმჭვირვალეა"- ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია მათი კუთვნილი შპს “ალმაა”, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს.
"ლევან და სოსო ფხაკაძეები ბიზნესსაქმიანობაში გამჭვირვალობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, თუმცა თავად ქართულ კომპანიებს ოფშორული კომპანიებით მართავენ.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა მათი კუთვნილი შპს “ალმა”, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს.
2024 წლიდან ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და არ დაიბეგრებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადით.
ე.წ. რუსულ კანონზე მათი და სხვა ბიზნესმენების რეაქცია აჩენს ეჭვს, რომ საგადასახადო კოდექსში ოფშორული კომპანიებისთვის ახალი შეღავათები ბიზნესმენთა მხარდაჭერის მოსაბილიზებლად დაინიცირდა.
ე.წ. რუსული კანონის მიღებით გამჭვრივალობისთვის მომუშავე ორგანიზაციები შეიზღუდებიან, რაც ეროვნული ბიუჯეტის მიმართ ქართველი ბიზნესმენების აგარიშვალდებულების პრობლემას გააუარესებს" - წერს ორგანიზაცია.
ბოლო დღეებში, “რუსული კანონს” რამდენიმე ბიზნესმენმა დაუჭირა მხარი. ვინ არიან და რა კავშირები აქვთ მმართველ პარტიასთან ამ ადამიანებს. მათ შორის არიან სოსო ფხაკაძე და ლევან ფხაკაძეები.
"ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება" - წერს ლევან ფხაკაძე.