"ოცნება" აშშ-თან ურთერთობების გაწყვეტის ზღვარზეა
"ოცნება" შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზეა. ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს ყოფილა. "ოცნება" იქამდე მივიდა, რომ ვაშინგტონს ულტიმატუმების ენით ესაუბრებიან და რევოლუციების დაფინანსებაში ადანაშაულებენ. საქართელოს პრემიერ-მინისტრი დღეს შტატებთან ღია კონფრონტაციაზე წავიდა, ამერიკას პირობებს უყენებს და სახელმწიფო დეპარტამენტს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.
კობახიძის თავდასხმას კი "ოცნების" ორკესტრირებული იერიში მოჰყვა. დაიწყო პარლამტის თავმჯდომარემ და განაგრძოს მთელმა სახელისუფლებო გუნდმა. "ოცნების" პოლიტიკური ისტერია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბრის დეტალები გაასაჯაროა. ვაშინგტონიდან უმკაცრესი სიგნალია მიღებული. თეთრი სახლი ივანიშვილს გუნდს აფრთხილებს, გაიწვიოს რუსული კანონი და ამერიკის მიმართ მტრული განწყობა შეცვალოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.