საპროტესტო მსვლელობის ლოკაციებია: ოცნების ოფისი, დედაენის ბაღი, პარლამენტი და ქაშუეთი - რას გეგმავენ აქციის ორგანიზატორები
რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს - როგორც "პირველებთან" ყვებიან, დღეს მსვლელობა გაიამრთება, ისინი დღის ბოლოს ქაშუეთთან სანთლებს დაანთებენ.
მანამდე კი მსვლელობა პარლამენტიდან ქართული ოცნების ოფისთან გადაინაცვლებს, იქიდან გაემართებიან დედაენის ბაღისკენ და ბოლოს დაბრუნდებიან პარლამენტთან.
დღევანდელი გეგმა იქნება სრულიად მშვიდობიანი და შედარებით ჩუმი აქციები, რა გვინდა ეს მძიმე დღეებს საკუთარი ეფექტი დავუკარგოთ. დღეს პარლამენტიდან დავიძვრებით მსვლელობით, ჩავალთ ოცნების ოფისთან, იქიდან გადავინაცვლებთ დედაენის ბაღში და ამოვბრუნდებით პარლამენტთან, აქ დავანთებთ სანთლებს და მშვიდობიანად, წყნარი, დუმილიანი პროცესით მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესებს. არ დავიშლებით,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.