მინდა, აუხსნან, რას ნიშნავს „ქუჩის ბიჭი“ პარტიასთან როცაა შეკრული - ნანკა კალატოზიშვილი
"არ მგონია, რომ თქვენი შრომა უნდა ფასდებოდეს ტიტუშკებამდე დაყვანით," - ამ სიტყვებით მიმართავს ნანკა კალატოზიშვილი გუშინ გმირთა მოედანზე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში მონაწილეებს.
კალატოზიშვილის თქმით, სპორტის წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობდა სისხლიან დარბევაში, "პარტიასთან არიან შეკრებულები".
არ მგონია, რომ თქვენი შრომა უნდა ფასდებოდეს ტიტუშკებამდე დაყვანით. ამიტომ თქვენი სპორტის წარმომადგენლები, ზოგი მოკრივე იყო, მწვრთნელი, თქვენ თვითონ უნდა - თავმოყვარეობა არ გელახებათ, როცა ვიღაც ვიღაცებს თქვენი სპორტის წარმომადგენლებს ოცნება იყენებს, როგორც ტიტუშკებს.
ბავშვის თვალწინ სცემეს კაცი, ცოლის, კბილები დაალეწეს.
მათივე სფეროს წარმომადგენლებმა მინდა, რომ კარგად აუხსნათ, რას ნიშნავს იმიტომ, რომ ქუჩას ყოველთვის თავისი წესები ჰქონდა და ამიტომ მართლაც ვინც იცის, მინდა, რომ აუხსნას ამ მოგონილ „ქუჩის ბიჭებს“, რას ნიშნავს „ქუჩის ბიჭი“ პარტიასთან როცაა შეკრული და უდანაშაულო ხალხს არბევს,“ - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.