არა რუსულ კანონს - აქცია სასტუმრო „პარაგრაფთან“
არა რუსულ კანონს - აქცია სასტუმრო „პარაგრაფთან“ დაიწყო. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები არიან.
შეკრებილები სკანდირებენ - „არა რუსულ კანონს!“
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.
სასტუმროს მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები დგანან „პარაგრაფის” ორივე შესასვლელთან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, 21:00 საათამდე იყვნენ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადავლენ მსვლელობით.