ქართული ოცნების ოფისი პოლიციის ალყაშია

03.05.24 21:25
ქართული ოცნების ოფისი პოლიციის ალყაშია

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც წინასწარი ინფორმაციით, პროდასავლური აქციის მონაწილეები მსვლელობით მიდიან, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

მსვლელობას სასტუმრო “პარაგრაფთან” შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდნენ. 

"არა რუსეთს!", „საქართველო!”, “ჩვენი გზა ევროპაშია!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.