გატუტუცებული, ჭიჭყინა ბავშვის სიტყვები - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი კობახიძეზე

03.05.24 23:38
გატუტუცებული, ჭიჭყინა ბავშვის სიტყვები - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი კობახიძეზე

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მიერ აშშ-ზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს და ირაკლი კობახიძეს "გატუტუცებულ, ჭიჭყინა ბავშვს" უწოდებს. 

მისი თქმით, "საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს": 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ყბა ჩამოგივარდება ადამიანს“, - დაწერა ჰოლ-ჰოლმა პლატფორმა X-ზე.

„ეს გატუტუცებული ბავშვის სიტყვებია და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც აშშ ასე მტკიცედ უჭერდა მხარს დამოუკიდებლობის შემდეგ“, - დაწერა მან. 

წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? - რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? - შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. 

"ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება" - ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.