ივანიშვილმა საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გაგვივლო, გამოწვევა მიღებულია - მელია
"ივანიშვილმა საოკუპაციო ხაზი რუსთაველის გამზირზე გაგვივლო" - ამის შესახებ განცხადება პარტია "ახალის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირიდან გააკეთა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერიდან "ქართულ ოცნებას" მიმართა და ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაუანონსა.
მუხტი აქ ისეთია მერამდენე დღეა, ჩაი ადუღდება ამ მუხტზე. აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა დადგა და ეს რეალობა გამარჯვებით დასრულდება. შეუძლებელია, ამ პროცესს სხვა განვითარება ჰქონდეს. ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მისი ოპონენტი არ არის რომელიმე ცალკე აღებული ორი-სამი პარტია. ხელისუფლებამ უკვე გააცნობიერა, რომ მისი ოპონენტი არის საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეებმაც გააცნობიერეს, რომ მათი ოპონენტი არ არის რომელიმე ხელისუფალი ან ყველაზე ცუდი ხელისუფლება, არამედ გააცნობიერეს, რომ მათი ოპონენტი რუსული ინტერესის წარმომადგენლები არიან. ივანიშვილმა საოკუპაციო ხაზი გაგვივლო რუსთაველის გამზირზე და კი ბატონო, მივიღეთ ეს გამოწვევა - მელია.