ძალიან განვიცდი, რაც ხდება, ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი - ხვიჩა კვარაცხელია

04.05.24 02:52
ძალიან განვიცდი, რაც ხდება, ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი - ხვიჩა კვარაცხელია

მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა! - ამის შესახებ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Facebook-ზე წერს. 

"არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს!" - დაწერა ეროვნული ნაკრების წევრმა ცოტა ხნის წინ. 

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა, ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო.