ათონელის რეზიდენციაში ევროკავშირის ქვეყნების ელჩები იმყოფებიან - პრეზიდენტი დიპლომატებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება

04.05.24 12:55
ათონელის რეზიდენციაში ევროკავშირის ქვეყნების ელჩები იმყოფებიან - პრეზიდენტი დიპლომატებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება

ამ წუთებში, პოლიტიკური მოვლენების ცენტრში პრეზიდენტის სასახლეა. ათონელის რეზიდენციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმყოფებიან. სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება. რუსული კანონის გამო, "ქართული ოცნების" მიერ დასავლეთისთვის ღიად გახნილი დიპლომატიური ფრონტის შემდეგ, ეს იქნება ზურაბიშვილის პირველი შეხვედრა ელჩებთან.

საინტერესოა რა გზავნილი აქვს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ევროპისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრემიერ კობახიძეს ტელეფონზე სტრატეგიული პარტნიორების ზარები უწყვეტად შესდის და რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვენ.