პრეზიდენტმა სწორად გააჟღერა დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართველი ხალხის ხმა - ნაცვლიშვილი

04.05.24 15:10
პრეზიდენტმა სწორად გააჟღერა დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართველი ხალხის ხმა - ნაცვლიშვილი

პრეზიდენტმა სწორად გააჟღერა დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართველი ხალხის ხმა - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს საქართველოს კონსტიტუციაზე ძალადობაში.

პრეზიდენტის მიმართვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კრიტიკულ მომენტში. მან სწორად გააჟღერა დასავლელი პარტნიორების მიმართ ის ხმა, რომელიც არის ქართველი ხალხის ხმა და რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ აჟღერებს. საქართველოს ხელისუფლება, დიახ, დღეს ძალადობს საქართველოს კონსტიტუციაზე. ის ცდილობს, შეცვალოს კონსტიტუციით განმტკიცებული კურსი", - ამბობს ნაცვლიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს  ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის თავდასხმას დასავლეთზე. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დიპლომატებთან შეხვედრის დროს პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონსტიტუციაზე თავდასხმა განახორციელა და ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალეს. პასუხიმგებლობა დღეს არსებულ ვითარებაზე სრულად ხელისუფლებას ეკისრება - თქვა 27 ქვეყნის ელჩისს თანდასწრებით პრეზიდენტმა. "ქართული ოცნების" თავდასხმების გამო, სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა, დიპლომატებისთვის ბოდიში მოეხადა და ხალხის სახელით, მათთვის მადლობაც გადაეხადა.