„ეს ადამიანი დიდი ხანია, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულია" - ქადაგიშვილი პრეზიდენტზე

04.05.24 15:03
„ეს ადამიანი დიდი ხანია, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულია" - ქადაგიშვილი პრეზიდენტზე

უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "კოლექტიური ომისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.

"ოცნების" წევრი  ირწმუენბა, რომ ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალგაზრდების ენერგია საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

„ეს ადამიანი დიდი ხანია, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულია, ჩვეულებრივი რიგითი, კოლექტიური ომისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, რომელიც მაქსიმალურად პედალირებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური ვითარება შეიქმნას, სიტუაციის ესკალაცია მოხდეს, ის არასდროს შევა კონკრეტულ მსჯელობაში, თუ რატომ არის კანონი რუსული. არა რუსულ კანონს, კი - ქართულ კანონს, ეს არის ჩვენი პასუხი. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ენერგია იქნება, თუ რაც იქნება, საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ყველგან ილაპარაკებს ყველაფერს იმისათვის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში არაკონსტიტუციური პროცესები განავითაროს. ანალოგიურს იზამს ელჩებთანაც ამ ურთიერთობაში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს  ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის თავდასხმას დასავლეთზე. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დიპლომატებთან შეხვედრის დროს პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონსტიტუციაზე თავდასხმა განახორციელა და ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალეს. პასუხიმგებლობა დღეს არსებულ ვითარებაზე სრულად ხელისუფლებას ეკისრება - თქვა 27 ქვეყნის ელჩისს თანდასწრებით პრეზიდენტმა. "ქართული ოცნების" თავდასხმების გამო, სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა, დიპლომატებისთვის ბოდიში მოეხადა და ხალხის სახელით, მათთვის მადლობაც გადაეხადა.