საელჩოებმა და დონორებმა არ გამოიჩინეს კეთილსინდისიერება და არ დაგმეს ძალადობის შემთხვევები - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის ახალი იერიში საერთაშორისო პარტნიორებზე - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "საელჩოებმა და დონორებმა არ გამოიჩინეს კეთილსინდისიერება და არ დაგმეს ძალადობის შემთხვევები"
"სამწუხაროდ, არცერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი" უწოდა.
სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.
ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა," - წერს პაპუაშვილი X-ზე.