მაგიდაზეა რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული "უცხოური აგენტების" კანონი, რა გზას აირჩევს "ოცნება", ეს მათი გადასაწყვეტია" - ო'ბრაიენი

04.05.24 16:30
მაგიდაზეა რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული "უცხოური აგენტების" კანონი, რა გზას აირჩევს "ოცნება", ეს მათი გადასაწყვეტია" - ო'ბრაიენი

 

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი ამბობს, რომ "ოცნების" მიერ შემობრუნებული კანონპროექტი რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული "უცხოური აგენტების" კანონია.

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ო'ბრაიენი ამბობს, რომ ახლა "ოცნების" გადასაწყვეტია, თუ რა გზას აირჩევს ის.

ის, რაც ახლა მაგიდაზეა არის რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული "უცხოური აგენტების" კანონი. ჩვენ და ევროკავშირმა ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია ეს შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა ორგანიზაციებმა გააკეთონ ის, რაც მთავრობამ თქვა, რომ მას სურს. გვინდა ეს ერთად გავაკეთოთ, რა გზას აირჩევს "ოცნება", ეს მათი გადასაწყვეტია", - აცხადებს  ო'ბრაიენი .