სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს - ო'ბრაიენი ივანიშვილზე
სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს - ასე ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას 29 აპრილის აქციაზე.
შტატების მაღალჩინოსანის თქმით, რომ "ოცნების" დამფუძნებელი ფიქრობს, რომ დასავლეთს მის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული და ურჩევს სანდო წყარო იპოვოს, ვინც მას სიმართლეში გაარკვევს.
ვნახეთ, "ოცნების" დამფუძნებლის გამოსვლა. ცოტა გამიკვირდა, რა ცუდად იყო ის ინფორმირებული. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები დაწესებული არ არის. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ ის სანქციების ქვეშაა და ვიმედოვნებ ის ინფორმაციის სხვა წყაროს იპოვის. დაელაპარაკება ადამიანებს, ვისაც დასავლეთი ესმის და ვინც წარსულში მას სიმართლეს ეუბნებოდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ასეთი საუბარი ვიხილოთ, რადგან სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს", - განაცხადა ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში.