რა მოხდება, თუ "ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს - რას ამბობს ო'ბრაიენი ექსკლუზიურ ინტერვიუში

04.05.24 16:58
რა მოხდება, თუ "ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს - რას ამბობს ო'ბრაიენი ექსკლუზიურ ინტერვიუში

 

რა მოხდება, თუ "ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ო'ბრაიენი "ამერიკის ხმისთის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დაფუძნებული კანონს მიიღებს და ღიად იტყვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, მაშინ ვითერაბ ნათელი გახდება და ასეთ შემთხვევაში, ო'ბრაიენის თქმით, "ოცნებასთან" შტატებს "განსხვავებული საუბარი" ექნება.

საქართველომ გასულ შემოდგომაზე განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატად გამოცხადების შესახებ, რასაც დიდი შრომა დასჭირდა ხელისუფლების მხრიდან. რა არის სასწორზე? - ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება, თუ ეს ასე მოხდა ჩვენთვის ვითარება ნათელი იქნება, და თუ მთავრობა იტყვის, არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ, რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა დავინახოთ, არის ის,რაც გუშინ ბატონ კოოპმანთან ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუაბრს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულო სტანდარტებთან შესაბამისობაში", - ამბობს ო'ბრაიენი.