საკითხავია, "ოცნება" ცდილობს სხვა ხალხის ხელისუფალი იყოს, თუ აპირებს თავისი ხალხის სურვილებს მიჰყვეს - ო'ბრაიენი
"მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მცდარია. ჩვენ არცერთი ეს დაბრალებული რევოლუცია არ მოგვიწყვია, საქართველოში კი განსაკუთრებით" - ასე პასუხობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ის საქართველოს "პრემიერმა რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა".
ო'ბრაიენი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროპა და ახლა ჯერი "ოცნებაზეა" , სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, სხვა ხალხის ხელისუფალი იყოს თუ თავისი ხალხის სურვილებს მიჰყვეს.
კვლავ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროკავშირის წევრი იყოს. ეს ჩვენ არ გვეხება იმის მიღმა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს . ასე რომ საკითხავია, ხელისუფლება ცდილობს სხვა ხალხის ხელისუფალი იყოს, თუ აპირებს თავსიი ხალხის სურვილებს მიჰყვეს. ეს საქართველოს შიდა საქმეა. ის, რომ ამერიკელი დიპლომატი რაღაცაში ჩართული იყოს, წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობენ, მე ნმადვილად ვისურვებდი, რომ ეს განმარტონ და რომ უბრალოდ შეწყვიტონ მსგავსი რამეების თქმა", - აცხადებს ჯიმ ო'ბრაიენი.