სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს! იმედია, კანონი მიღებული არ იქნება - კუროპტევი

04.05.24 17:45
სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს! იმედია, კანონი მიღებული არ იქნება - კუროპტევი

ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორი იგორ კუროპტევი ქართველი ხალხის ბრძოლას რუსული კანონის წინაღმდეგ სოლიდარობას უცხადებს და იმედოვნებს, რომ საშიში კანონი მიღებული არ იქნება.

ჩემი და თანამოაზრე ადამიანების სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელი სამოქალაქო საზოგადოებას პროტესტს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ.

ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა პიცუნდას შეთანხმების წინააღმდეგ.

იმედია, თქვენი ძალისხმევა არ იქნება უშედეგო და კანონი მიღებული არ იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ერი და განსაკუთრებით, ქართველი ხალხი უძლეველია თავისი მონდომებით.

გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს თქვენი მიზნის მიღწევაში", - წერს კუროპტევი.