"არა რუსულ კანონს" - ემიგრანტების აქცია ბელგიაში (ფოტო/ვიდეო)

04.05.24 19:17
"არა რუსულ კანონს" - ემიგრანტების აქცია ბელგიაში (ფოტო/ვიდეო)

"არა რუსულ კანონს" - ბელგიაში, ანტვერპენში, ოპერის თეატრთან ემიგრანტები აქციას მართავენ, ისინი თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას მიმართავენ, გაითვალისწინონ იმ ადამიანების მთავარი მოთხოვნა, რომლებიც 22-ე დღეა ერთადერთი მოთხოვნით ქუჩაში დგანან. 

"შეგრცხვებათ ქუჩაში გასვლა" - ეუბნებიან ემიგრანტები ივანიშვილის გუნდს. 

ოპერის თეატრთან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა. 

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გერმანიაშიც მიმდინარეობს - ქართველი ემიგრანტები ქალაქ ფრანკფურტიდან "ქართული ოცნების" ინიციატივას არას ეუბნებიან.