დედამ მომწერა: იბრძოლე! - ემიგრანტის შვილი საპროტესტო აქციიდან
იბრძოლე! - ეს SMS მიიღო დათუნამ ემიგრანტაში მყოფი დედისგან. მანამდე იყო პოლიციელებისადმი ემოციური მიმართვა. ფეხბურთელი შსს-ს თანამშრომლებს სიმართლის მხარეს დგომისკენ მოუწოდებდა. ამბობს, რომ როდესაც პოლიციელს მიმართავდა, მამაზე ფიქრობდა, აფხაზეთის ომის მონაწილეზე, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. მამა დათუნას თანატოლი იყო როდესაც ომში ჩუმად გაიპარა, მან ზუსტად იცის, ცოცხალი რომ იყოს, მამა მის გვერდით იდგებოდა.
დათუნა ფეხბურთელია, ეროვნული უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს, მაგრამ რაც სახალხო პროტესტი დაიწყო, ვარჯიში მიატოვა და მის თანაგუნდელებთან ერთად ყოველდღე რუსთაველზე დგას.
მამა ცოცხალი აღარ არის, დედა ემიგრანტია, თბილისში მარტო ცხოვრებს ამბობს, რომ ასეთი ბედისწერა შეხვდა. საქართველოს სამსახურში მყოფ შვილთან დღეში რამდენჯერ დედა რეკავს. ეშინია, თუმცა იცის, რომ დათუნას თაობა არ დაიღლება და ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება.