დღეს ერთის ნაცვლად მოვედით სამი, ეშინოდეს ხელისუფლებას - აქციაზე დაშავებულის მამა
დღეს ერთის ნაცვლად მოვედით სამი, ეშინოდეს ხელისუფლებას - ამის შესახებ დარბევისას დაშავებული 25 წლის ბიჭის ნიკა დემურიშვილის მამამ "პირველებთან" განაცხადა.
კახა დემურიშვილის თქმით, ნიკას მდგომარეობა იმაზე უკეთესადაა, ვიდრე იყო გასულ დღეებში.
ნიკა დემურიშვილს 30 აპრილს სავარაუდოდ რეზინის ტყვიიდან ესროლეს, რა დროსაც მძიმე დაზიანება მიიღო სახის არეში.