"აშშ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს" - ზატულინი რუსულ კანონს იცავს

05.05.24 10:46
"აშშ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს" - ზატულინი რუსულ კანონს იცავს

"ქართულ ოცნებას" რუსეთის ხელისუფლებიდან კიდევ ერთი მაქებარი გამოუჩნდა. რუსული კანონი ამჯერად დუმას დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა მოიწონა. დეპუტატი ოკუპანტი სახელმწიფოდან თავს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას ესხმის.

ზატულინის შეფასებით, ამერიკა ცდილობს, საქართველოს სიფრთხილით შენარჩუნებული კურსი დააკარგვინოს. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად, ზატულინის ლექსიკაშიც გაჩნდა სიტყვა "დესტაბილიზაცია". მისი მტკიცებით, ამ უკანასკნელს საქართველოში დასავლეთი ახდენს.

ამისთვის გამოიყენება ნებისმიერი საბაბი. ამ შემთხვევაში საუბარია უცხოური აგენტების შესახებ კანონზე. ამ მხრივ პირველობის უფლება ეკუთვნის შეერთებულ შტატებს. საქართველოში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში უცხოელების შესახებ კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ქვეყანა, რომელიც კვებავს ამ უცხო აგენტებს.

აშკარაა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საქართველოში უცხოელთა შესახებ კანონის საწინააღმდეგო ნებისმიერი გამოსვლა არის გამოსვლა, რომელიც შთაგონებულია ამერიკული კლანებით, დასავლური კლანებით და დაუსჯელობის სურვილით საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.


 

ჩემი აზრით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც, პრინციპში, არსებობს საქართველოში, ამ ქვეყნის  დესტაბილიზაცია არ არის რთული - ანტირუსული პროტესტის პროვოცირება, კიდევ ერთხელ ზეწოლა მტკივნეულ ადგილზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამიტომ, ყველაფერი, რაც ხდება, ჯდება გენერალურ გეგმაში, - განაცხადა ზატულინმა რადიოსადგურ „მოსკოვი ლაპარაკობს“ საუბარში.