აშშ-ში მომწიფდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ივანიშვილის და მისი პარტიის წევრების სანქცირება - ბოკუჩავა
აშშ-ში მომწიფდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ივანიშვილის და მისი პარტიის სანქცირება, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის გაფრთხილებებს. ოპოზიციის წევრის თქმით, უკვე ცხადია, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს.
საზოგაოებას ემხასოვრება ძალიან გავლენიანი ამერიკელი სენატორების ერთობლივი წერილი, სადაც საუბარი იყო პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ახლა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური სანქციებზე ჯიმ ობრაიენი იგივე განცხადებას აკეთებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მომწიფდა ამერიკულ ესტაბლიშმენტში მოსაზრებას იმასთან დაკავშირები, რომ აუცილებელია ივანიშვილის და მისი პარტიის წევრების სანქცირება, რომლებიც მიზანმიმართულად ჩვენს ქვეყანას ართმევენ ევროპულ მომავალს, - ამბობს ბოკუჩავა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ო'ბრაიენი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დაფუძნებული კანონს მიიღებს და ღიად იტყვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, მაშინ ვითარება ნათელი გახდება და ასეთ შემთხვევაში, ო'ბრაიენის თქმით, "ოცნებასთან" შტატებს "განსხვავებული საუბარი" ექნება.