"ოცნება" უკვე აღარ მალავს, რომ შეთქმულების თეორიები აქვს - გრიგოლ გეგელია

05.05.24 15:23
"ოცნება" უკვე აღარ მალავს, რომ შეთქმულების თეორიები აქვს - გრიგოლ გეგელია

გადავედით ახალ ფაზაში პოლიტიკური კომუნიკაციის და პოლიტიკური ცხოვრების, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე აღარ მალავს, რომ მას აქვს შეთქმულების თეორები, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამას ადასტურებს ივანიშვილის და კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ, ქვეყანა "შეთქმულების ირაციონალური თეორიების მიხედვით მართონ".

ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო დროს, მოვისმინეთ შემზარავი კონსპირაციის თეორიები ლიდერებისგან, როგორც ივანიშვილისგან, ასევე კობახიძისგან, სადაც ღიად იყო გამოცხადებული ე.წ. გლობალური ომის ძალად პოლიტიკური დასავლეთი, როგორც ანტიქართული ფენომენი. ჩვენ გადავედით ახალ ფაზაში პოლიტიკური კომუნიკაციის და პოლიტიკური ცხოვრების, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე აღარ მალავს, რომ მას აქვს შეთქმულების თეორები და რომ ის აპირებს შეთქმულების ირაციონალური თეორიების მიხედვით მართოს ეს ქვეყანა, - ამბობს გეგელია.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ო'ბრაიენი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დაფუძნებული კანონს მიიღებს და ღიად იტყვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, მაშინ ვითარება ნათელი გახდება და ასეთ შემთხვევაში, ო'ბრაიენის თქმით, "ოცნებასთან" შტატებს "განსხვავებული საუბარი" ექნება.