რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ თუ რუსული კანონი მიღებული იქნება? - ამერიკელი ანალიტიკოსები "ოცნებას" აფრთხილებენ

05.05.24 15:56
რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ თუ რუსული კანონი მიღებული იქნება? - ამერიკელი ანალიტიკოსები  "ოცნებას" აფრთხილებენ

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს შტატები თუ რუსული კანონი მიღებული იქნება? არ არის გამორიცხული, ქართული ჯარი დაფინანსების გარეშე დარჩეს, შეწყდება ფინანსური დახმარების პაკეტებიც. ამ ვარაუდს ამერიკელი ანალიტიკოსები გამოთქვამენ. 

ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბევრი რამე შეიძლება გაუქმდეს. შემცირდეს ან დაიბლოკოს იქამდე, ვიდრე სენატი არ დარწმუნდება, რომ საქართველო არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სტარეგიულ ინტერესებს და ასევე ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის ინტერესებს. გარანტირებული არაა, რომ ამერიკა ყოველთვის მიაწვდის, მაგალითად საქართველოს ჯარს, პირდაპირ დაფინანსებას. არ მგონია, რომ ქართელებს სურდეთ უკან, იმ დროში დაბრუნება, როდესაც ისინი დაფინანსებისთვის სრულად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული. ასე რომ, ეს განცხადება რეალურია და ეს ფუჭი სიტყვები არაა, - ამბობს ექსპერტი.

ამერიკელი ექსპერტები ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებენ: რუსეთი რეგიონში გავლენებს კარგავს, პრაქტიკულად, ის სომხეთიდან გაუშვეს, ამიტომ ახალი მოკავშირე სჭირდება - ასეთად კი საქართვეოს განიხილავს.

საქართველოს ახლანდელი მთავრობა მიანიშნებს, რომ ის მზად არის, კრემლთან ერთად იმუშაოს, საფრთხის ქვეშ დააყენოს დასავლეთთან არსებული დიდი ხნის ურთიერთობა და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ, რომელიც პროასავლურია. ახლა რუსეთი სამხედრო და პოლიტიკურ გავლენას კარგავს სომხეთზე. ის სანაცვლოდ ეძებს გზებს, რომ სხვა არეალზე მოიპოვოს გავლენა და მათგან ერთ-ერთი საქართველოა, - ამბობს ექსპერტი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნება, თუ პრობლემას საქართელოს ხელისუფლება და ხალხი დამოუკიდებლად მოაგვარებენ, თუმცა თუ სიტუაცია არასახარბიელო იქნება, კონგრესს აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს. 

ამერიკის საქართველოსადმი დახმარების ცვლილება შეიძლება რამდენიმე პროგრამაზე აისახოს. სწორედ კონგრესი წყვეტს იმას, რაზე დაიხარჯოს თანხა. ასე რომ, შესაძლებელია, რომ კანონის მიღებაზე საპასუხოდ კონგრესმა შეამციროს ნებისმიერი დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. ეს შეიძლება სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებასაც შეეხოს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. უკეთესი იქნება თუ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი ამას მოაგვარებს ნებისმიერი საგარეო ჩართულობის გარეშე, იქნება ეს მოსკოვიდან თუ ნებისმიერი სხვა ადგილიდან, თუმცა თუ საქართველოში სიტუაცია არასახარბიელო იქნება, ამერიკის კონგრესს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, - ამბობს ექსპერტი.