კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის - კრამერი

05.05.24 16:03
კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის - კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს ზურგი აქცია. მისი თქმით, მთავრობამ ამის გამო პასუხი უნდა აგოს, თუმცა ეს ქართველ ხალხს არ უნდა შეეხოს. 

ამასთან, კრამერი ამბობს, რომ ამ პირობებში კანდიდატის სტატუსტზე მსჯელობის გაგრძელება წარმოუდგენელია. 

დასავლეთი პასუხს სთხოვს მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონმდებლობაზე და მთავრობის მიერ დასავლეთისთვის ზურგის შექცევაზე. ეს არ იქნება სასჯელი ხალხისთვის, მაგრამ ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა გააგრძელოს მაშინ, როდესაც მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის, - ამბობს კრამერი.