სანქციების რიგში ჩამდგარია არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ რუსული კანონის მხარდამჭერი ყველა დეპუტატი - სამადაშვილი

06.05.24 15:55
სანქციების რიგში ჩამდგარია არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ რუსული კანონის მხარდამჭერი ყველა დეპუტატი - სამადაშვილი

აშშ-ს სანქციების სამიზნე ყველა ის დეპუტატი იქნება, რომლებიც რუსულ კანონს უჭერენ მხარს და ქვეყნის საგარეო ორიენტირებს ცვლიან, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამერიკა ახლა უცდის დროს, როდესაც ამ სანქციების საბოლოოდ გაფორმება იქნება შესაძლებელი.

ამერიკული სანქციების სამიზნე გახდება ასევე ყველა ის დეპუტატი, რომელიც დღეს სჩადის სახელმწიფო დანაშაულს, როდესაც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ამით ცვლის, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს. აშშ-ს რაც შეუძლია ყველა მარტივად მიიღოს, ეს სანქცია არის აკრძალვა აშშ-ში შესვლაზე და შესაბამისი ქონებრივი სანქციები ანუ ის სანქციები, რაც უკვე დაუწესდა, მაგალითად, ფარცხალაძეს და ფარცხაალძესთან ერთად სანქციების რიგში ახლა ჩამდგარია არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერს ამ კანონს, ასევე, ისინი ვინც ხელმძღვანელობენ დარბევებს მშვიდობიანი მოქალაქეების და სწორედ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი უცდის დროს, როდესაც ამ სანქციების საბოლოოდ გაფორმება იქნება შესაძლებელი, - ამბობს სამადაშვილი.

"პირველებთან" ექკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ამერიკა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს აუცილებლად დაუწესებს. მისი თქმით, სანქციების შესაბამისი პაკეტის მზადება უკვე ადწყებულია და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი კანონპროექტის კანონად ქცევას ელოდება.