"დავალება მოდიოდა ივანიშვილისგან და წახალისებულია გომელაურის მხრიდან" - ფარულავა ხაბეიშვილის ცემაზე

06.05.24 16:04
"დავალება მოდიოდა ივანიშვილისგან და წახალისებულია გომელაურის მხრიდან" - ფარულავა ხაბეიშვილის ცემაზე

შეკვეთილი თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე - ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა სასტიკი ანგარიშსწორების უკან შურისძიება ამოიკითხეს.

"დავალება მოდიოდა ივანიშვილისგან და წახალისებულია გომელაურის მხრიდან" - ამბობს ლაშა ფარულავა და იქვე დასძენს, რომ ძალადობაში მხილებული პირები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში რუსული მეთოდები გადმოიტანა, რომლის მიზანიც საზოგადოების დაშინებაა.

პირველი ძალადობა ამ ჯგუფმა დაიწყო. შემდეგ მობილური ტელეფონით ზვიად ხარაზიშვილი და გოგა მემანიშვილი იღებდნენ ლევანზე თავდასხმას. რა თქმა უნდა, ეს დავალება მოდიოდა ბიძინა ივანიშვილისგან და წახალისებულია ვახტანგ გომელაურის მხრიდან. ყველაფერი გასაგებია. ეს ადამიანები არ გამოიძიებენ საკუთარ დანაშაულს, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ქვეყანა და ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს", - ამბობს ფარულავა.

ცნობისთვის, კოკა კაციტაძის უწყებამ "პირველებს" მიაწოდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე არაერთხელ დაიბარეს, თუმცა უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე, ენმ-ის თავმჯდომარე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ მისულა.

შეგახსნებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ორ კვირაზე მეტია, რაც პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. 30 აპრილს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დაშავებულთა შორის პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილიც არის.