ვიაჩესლავ ვოლოდინი "ოცნების" რუსულ კანონს აქებს და კანონის მოწინააღმდეგეებს "აგენტებს" უწოდებს

06.05.24 17:16
ვიაჩესლავ ვოლოდინი  "ოცნების" რუსულ კანონს აქებს  და კანონის მოწინააღმდეგეებს "აგენტებს" უწოდებს

რუსეთის დუმის სპიკერმა "უცოხელი აგენტების შესახებ" კანონში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიაჩესლავ ვოლოდინი ამტკიცებდა, რომ კანონი ქვეყნის დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი.

პარლამენტის სპიკერი საქართველოში გავითარებულ მოვლენებსაც შეეხო და "ქართული ოცნება" რუსული კანონის დაინიცირების გამო შეაქო. ასევე, აგენტებად მონათლა ის ხალხი, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას. 

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვაზე უნდა ვფიქრობდეთ უცხოური ჩარევისგან ჩვენს საშინაო საქმეებში და რა თქმა უნდა, მცდელობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე. კანონმდებლობაში არსებული თეთრი ლაქის გამო ისინი ხელისუფლებაში არიან და აქვთ მცდელობა, ხელი შეუწყონ არამეგობრული სახელმწიფოების ინტერესებში არსებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ჩვენ აქ უნდა დავაწესოთ ჩამკეტი მექანიზმი და მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიხვდნენ, რას საქმიანობენ და მიიღონ გადაწყვეტილება ან უცხოური აგენტის სტატუსი მოიხსნან ან ათმონ მანდატები. ჩვენი კანონი ძალიან დემოკრატიულია. ვინც უკვე არის უცხოეთის აგენტი, არ აქვს უფლება, ხელისუფლების ორგანოში იყოს დასახელებული.
 

ხომ ხედავთ, რაც ხდება საქართველოში? ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი დაიცვას და ვირუსი უკვე ჩაშვებულია. ვინც ფულს უცხო ქვეყნისგან იღებს და ამ ფულზე დამოკიდებულია, გასაგებია, რატომ არის ის მიტინგები და ხალხი რატომ დგას ქუჩებში. ეს ყველაფერი ფინანსდება იმ ქვეყნებიდან, ვისაც არ სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. საუბრებს ევროკავშირთან ამაზე აზრი არ აქვს. არავის გაუუქმებია პრინციპი, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. ცდილობენ, საკუთარ რწმენაზე გააიყვანონ და შემდეგ ჩამოშალონ სახელმწფო. ეს კანონი მნიშვნელოვანია, ამიტომ მადლობა ყველას, - თქვა პარლამენტის სპიკერმა.