ტრაგედია სვანეთში - მდინარე ნაკრაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება
სამძებრო-სამაშველო ღონისძიების მეოთხე დღე სვანეთში - მაშველები ორ დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. მასთან ერთად, ავტომობილში კიდევ ორი მოზარდი - გიორგი ვიბლიანი და საბა გვარმიანი იყო.
3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა.