მოუხმეთ სინდის ხმას - კალაძის და ღარიბაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი "ოცნების" ლიდერებს მიმართავს
მოუხმეთ სინდისს, ნუ ესვრით ბავშვებს რეზინის ტყვიებს - ეს განცხადება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თბილისის მერის და ყოფილი პრემიერის პირადმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა გააკეთა.
ცნობილი ინფლუენსერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებთან ურთიერთობა მაშინ გაწყვიტა, როცა "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მიიყვანეს და სავარძელში ჩასვეს.
ნაკანის თქმით, მას სინდისი არ აძლევს საშუალებას პრორუსული პოლიტიკის გამტარ ჩინოვნიკებს ფოტოები გადაუღოს.
მინდა, მივმართო ბატონ კახი კალაძეს, რომლის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი, ასევე ვიყავი ბატონი ღარიბაშვილის ფოტოგრაფი, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული ბატონი კახისთვის, საფინალო საფეხბურთო გაცილებაც ჩემი გადაღებულია. შესაბამისად მე მათ ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ. თავად ღარიბაშვილი მიკავშირდებოდა და მთხოვდა, მისთვის პორტრეტები გადამეღო. იცოდა, რომ პროფესიონალი ვარ და მოსწონდა ჩემი გადაღებული. მინდა მათ პირადად მიმართო - იქნებ, როგორმე მოუხმონ სინდისის ხმას და ბავშვებს აღარ ესროლონ რეზინის ტყვიები. მაშინ, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტში მე წამოვედი და აღარ ვიყავი მათი ფოტოგრაფი. ჩემთვის მომგებიანი იქნებოდა ვყოფიულიყავი ანუკის, კახის ფოტოგრაფი, მაგრამ ჩემი პატრიაოტული სულისკვეთება არ მაძლევდა ამის საშუალებას როგორც კი შევნიშნე რსუული პოლიტიკის გატარება ჩემი ფეხით წამოვედი"- ამბობს ნაკანი.