ანგარიშების გაყინვა, ფინანსური სანქციები და გადაადგილების შეზღუდვა - ვაშინგტონში სანქციებზე მუშაობა უკვე დაწყებულია
ანგარიშების გაყინვა, ფინანსური სანქციები და გადაადგილების შეზღუდვა - ვაშინგტონში სანქციებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამერიკული სანქციები სავარაუდოდ შეეხება პირადად ივანიშვილს, იმ დეპუტატებს, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს და იმ პოლიციის მაღალჩინოსნებსაც, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ბრძანებებს გასცემდა. შეერთებული შტატები კანონის საბოლოო დამტკიცებას ელოდება. ამის შემდეგ თეთრი სახლი მოქმედებაზე გადავა.
რუსული კანონისთვის ოცნების ლიდერებს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ - იან კელი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში პირველებთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთისკენ კურსის შეცვლა დაუსჯელი არ დარჩება. სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების პაკეტზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ოცნებას 11 დღე აქვს დარჩენილი გადაწყვეტილების შესაცვლელად. შემდეგ ხელისუფლებისთვის უკვე შეუქცევადი პროცესები დაიწყება.