რუსული კანონის გამოძახილი - რუსეთის დუმამ ის რეპრესიული კანონი გაამკაცრა, რომელიც საქართველოში "ოცნებამ" მეორე მოსმენით მიიღო

06.05.24 20:20
რუსული კანონის გამოძახილი - რუსეთის დუმამ ის რეპრესიული კანონი გაამკაცრა,  რომელიც საქართველოში "ოცნებამ" მეორე მოსმენით მიიღო

რუსული კანონის  გამოძახილი -   რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ "უცხოეთის აგენტებად" მიჩნეულ პირებს არჩევნებში   მონაწილეობა აუკრძალა. ვერავინ,  ვისაც აგენტის იარლიყს მიაკრავენ ,   ვერ დარეგისტრირდება  დამკვირვებლებად ან რწმუნებულებად, ასევე  ვერ დასაქმდება საჯარო სამსახურში.  რუსეთის დუმამ ის  რეპრესიული კანონი გაამკაცრა,  რომელიც საქართველოში ოცნებამ მეორე მოსმენით  მიიღო.

კენჭისყრის წინ  პუტინის რეჟიმის პარლამენტის   სპიკერს არ დავიწყებია საქართველო. თან კანონს ამტკიცებდნენ და  თან ჩვენს ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდნენ.  ვიაჩესლავ ვოლოდინმა აქო ქართული ოცნების რუსული კანონი და ყველა, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩაში დგას აგენტებად მონათლა. დუმის სპიკერი კმაყოფილია, რომ რუსეთში ინიცირებული კანონი მსოფლიოს ვირუსივით მოედო და ამის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოა.