არც ერთი დღე პროტესტის გარეშე - ახალგაზრდებმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

06.05.24 20:32
არც ერთი დღე პროტესტის გარეშე - ახალგაზრდებმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

არც ერთი დღე პროტესტის გარეშე. ამ წუთებში ახალგაზრდები გმირთა მემორიალთან იკრიბებიან და  პატივს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიაგებენ. ხვალიდან კი საპროტესტო ტალღა  რეგიონებში  იწყება. თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი - ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში   მასშტაბური მსვლელობები დაანონსებულია.  შეკრების პირველი ეპიცენტრი   თელავია, რის შემდეგაც პროტესტი მთელ ქვეყანას მოედება. 

პროტესტის კვირის ბოლო აკორდი კი თბილისია, სადაც 11 მაისს მრავალათასიანი შეკრებაა დაანონსებული.  რეგიონებთან ერთად პარალელურ რეჟიმში აქციები არ გაჩერდება დედაქალაქშიც. ქართულ ოცნებას პარლამენტის შენობასთან ყოველდღიურად მოუწევს მთავარი მოთხოვნის მოსმენა.  არ დავნებდებით, არ გავჩერდებით - რეგიონების 4 დღიანი გადაბმული პროტესტის შემდეგ    შეკრების ადგილი ისევ რუსთაველის გამზირი იქნება.

რა ხდება გმირთა მემორიალთან და როგორია საპროტესტო კვირის გეგმა - ნანუკა ქაჯაია დეტალებით