"ოცნების" დაუსჯელი მხარდამჭერები ლადო აფხაზავას ისევ ემუქრებიან
"ოცნების" დაუსჯელი მხარდამჭერები ლადო აფხაზავას ისევ ემუქრებიან. პოლიტიკურ შურისძიების მსხვერპლ პედაგოგს მოძალადეები ანგარიშსწორების გაგრძელებას უანონსებენ. ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელზე ორგანიზებული თავდასხმა "ოცნების" მხარდამჭერებმა გუშინ განახორციელეს. ლადო აფხაზავას და მის შვილს სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და ხის ბიტებით გაუსწორდნენ.
ყველა თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ყველა აღიარებს, რომ ოცნების მხარდამჭერია. შს სამინისტრო კი მოქმედებაზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც პირველები კითხვების დასასმელად პოლიციის განყოფილებაში მივიდა. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა მას გამოძიება არა პედაგოგზე ანგარიშსწორებას. არამედ ჩვენი გადამღები ჯგუფის შეურაცხყოფას ედავება. აფხაზავას რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურობა არ აპატიეს და სადამსჯელო ოპერაცია შვილთან ერთად მოუწყვეს.