"ხარებას" რაზმის ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე - "პირველებმა" ოქროს მოწმე იპოვა

06.05.24 20:42
"ხარებას" რაზმის ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე - "პირველებმა" ოქროს მოწმე იპოვა

"ხარებას" რაზმის პოლიტიკური ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ -გამოძიებას უკვე ჰყავს ოქროს მოწმე, რომელმაც ყველაფერი დაინახა და ყველაფერი მოისმინა.  15-მდე სპეცრაზმელმა ენმ-ის თავმჯდომარე ჯერ  წრეში შეათრიეს, ფეხები ურტყეს, სახეში  ასხამდნენ წიწაკის სპრეის და  თან აფრთხილებდნენ, რომ ანგარიშსწორება იმ შემთხვევაში  დასრულებოდა, თუ ხაბეიშვილი საჯაროდ თავს დაიმცირებდა. 

თუ იქნება  ობიექტური გამოძიების პოლიტიკური ნება,   ხაბეიშვილზე თავდასხმის მთავარი ფიგურანტების იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი. საქმეს უკვე  ჰყავს ოქროს მოწმე, რომელიც ქრონოლოგიურად აღწერს სასტიკ ანგარიშსწორებას. ასევე  გასაჯაროებულია ტვ პირველის მიერ  გადაღებული კადრები, სადაც ყველა მოძალადე სპეცრაზმელი სანომრე ნიშნებით ჩანს. თუმცა  გომელაურის უწყება არ ინტერესდება არც მოწმეების ჩვენებებით და  არც იმ  ვიდეო მასალით, რომელიც შს სამინისტროში  დევს. ეს კი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს,რომ ხაბეიშვილს "ოცნების" დაკვეთით ხარებას რაზმის წევრები გაუსწორდნენ.

დაუსჯელი თავდამსხმელები - მარიამ მაკასარაშვილის სპეციალური რეპორტაჟი