მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს! - გიორგი ქადაგიძე აქციებზე, "ოცნების" რუსულ ნაბიჯებზე და ოპოზიციაზე

06.05.24 21:45
მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს! - გიორგი ქადაგიძე აქციებზე, "ოცნების" რუსულ ნაბიჯებზე და ოპოზიციაზე

ძალაუფლება გამოცლილი "ქართული ოცნება" - ასე აფასებს ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობების სერიას გიორგი ქადაგიძე. 

ის ხელსიუფლების მიერ ზონდერების გააქტიურებას შიშს უკავშირებს. 

"ქართულ ოცნებას მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს. შეუძლია, თავადაც გაიკითხონ, რა აზრის არის მოსახლეობა ოლიგაქრიაზე"- თქვა ქადაგიძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

მისი თქმით, შიშის და სიძულვილის დაესვა რუსული მეთოდია, რასაც "ქართული ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს განსხვავებული აზრის დევნისთვის. 

ყველას მიაკითხავს ეს სისტემა თუ არ გავაჩერეთ, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ბელორუსში
ქუჩურ კრიმინალური ვენდეტა დაიწყება. ეს კატასტროფული სცენარი უნდა ავირიდოთ თავიდან, როცა მასწავლებელს, ექიმს და სხვა სფეროს წევრებს განსხვავებული აზრის გამო თავს დაესმებიან"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.  

მისი თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე რუსულ და ბელორუსულ  რეჟიმს გამოქცეული ადამიანები დადიან და პირდაპირ ამბობენ, რომ 10-12 წლის წინ, მათაც გამჭვირვალობის მოტივით დაიწყო კანონის მიღება, საბოლოო ჯამში კი მათ ქვეყნიდან გამოქცევა მოუწიათ. 

გიორგი ქადაგიძემ მოსალოდნელ სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" დასავლეთის სანქციების ძალიან ეშინია, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ ამერიკული სანქციების შემდეგ, მათ მთელ ევროპაში გადაადგილების პრობლემა შეექმნებათ. 

რაც შეეხება რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს, გიორგი ქადაგიძის თქმით "მთავარი ბრძოლები წინ არის". 

დიახ, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენ მხარს გვიჭერს სრულიად ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავარი ბრძოლები წინ არ გვექნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მასშტაბური პროცესი, რომელიც უნდა გადაიზარდოს გაფიცვებში, დაუმორჩილებლობაში. ჩვენ იმდაგვარად უნდა მოვაწყოთ ჩვენი დემონსტრაციები და მსვლელობები, რომ თუ საჭირო გახდება, ფიზიკურად ვერ შეძლონ ამ კანონის მიღება. ძალიან პრინციპულია, რომ ეს კანონი ამოვაღებინოთ" - თქვა ქადაგიძემ.  

მისი თქმით, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაინახოს, რომ საქართველო გარუსებას არ დაუშვებს. რაც შეეხება ოპოზიციის როლს, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ პროდასავლურმა ძალებმა ყველა წყენა გვერდზე უნდა გადადოს და გაერთიანდეს: 

ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა აქციებზე დგას. გასაგებია, რომ ეს აქციები დეცენტრალიზებულია და ძირითადი დროშა უჭირავთ ახალგაზრდებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ყველა პროევროპული პარტიის წარმომადგენლებსა და ლიდერებს ქუჩაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება. პოლიტიკოსებმა კი უნდა ანახონ, რომ მათ შეუძლიათ, გვერდზე გადადონ, დაივიწყონ წყენა და გამოასხივონ, რომ ხვალ შეუძლიათ, კოალიციური მმართველობით ამ ქვეყნის მართვა"- თქვა ქადაგიძემ.