აფხაზავა "ოცნებას": "ვერ შემაშინებთ, ბრძოლა გრძელდება"

06.05.24 22:22
აფხაზავა "ოცნებას": "ვერ შემაშინებთ, ბრძოლა გრძელდება"

ასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, რომელსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. 

ლადო აფხაზავას თქმით, ის თნილისში ჩამოვა და მომიტინგეებს შეუერთდება.  "ვერავინ შემაშინებს"- ამბობს პედაგოგი. 

არაფერი შეცვლილა, ბრძოლას ვაგრძელებ, წამოვალ აქციაზე, სიტყვითაც გამოვალ, ყველაფერს გააკეთებ, იმისთვის, რომ რუსული კანონი საქართველოში მიღებული არ იყოს. არაფერი შეცვლილა, ვერავინ შემაშინებს. ესეც გაივლის. 

ჩვენს ხელისუფლებას სწორედ ეს უნდა, რომ ადამიანები დაშინდნენ. წარმოიდგინეთ, საქართველოში ყველა რომ შეშინდნენ, ახალგაზრდები, რომ შეშინდნენ აი ამ დაჭერებით, წიწაკის სპრეებითა და მხუთავი აირით?! წარმოიდგინეთ ასეთ შემთხვევაში როგორი ბედნიერები ქინებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებთ. თავი ანგელოზები რომ ჰქონიათ, ვეტყვი რომ ანგელოზები ზეცაში არიან და არა მთავრობასა და პარლამენტში"- თქვა მან. 

ლადო აფხაზავს თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ. მას და მის შვილს კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.