საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ 9 აპრილი მოგვიწყოს - ნანკა კალატოზიშვილი

06.05.24 22:49
საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ 9 აპრილი მოგვიწყოს - ნანკა კალატოზიშვილი

საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ 9 აპრილი მოგვიწყოს - ამის შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგე  აქციების აქტიურმა მონაწილემ, მოქალაქემ და მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მან ქართველ ფეხბურთელებს ისტორიული გამარჯვებისთვის და  ხელშესახები ევროპული შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა იმისთვის, რომ ეს კარი გაიღო და რაღაცნაირად, სუფთა ჰაერის, ერთობის სიკეთის ძალა დავინახეთ. შემდეგ ეს კარი მოგვიჯახუნეს. მოვასწარით, გვენახა, რომ ეს შეგვიძლია. ახლა კი ამ კარის, (ევროპული კარის) შენგრევით ვართ დაკავებულები, რადგან ვიცით, რომ ამკარის მიღმა არის ერთობა"- ამბობს ხელოვანი. 

მისი თქმით, ამ "დაქირავებულ ადამიანებს უნდა მივახვედროთ, რომ პირობა უნდა შეასრულონ". 

მსახიობმა სამართალდამცავებს მიმართა, თქვა, რომ მათ "ყველაზე კარგად იციან, როგორ იყიდება ქვეყანა" და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. 

"თქვენი შვილები ხომ უნდა დაიცვათ, არ მგონია, თქვენი შვილები რუსეთს ცააბაროთ, რაღაცნაირად ყველა უნდა გამოფხიზლდეს".