არავის უნდა საქართველო ომში ჩაებას, ივანიშვილი ამას ქართველი ხალხის შესაშინებლად ამბობს - ლუკ კოფი

07.05.24 11:28
არავის უნდა საქართველო ომში ჩაებას, ივანიშვილი ამას ქართველი ხალხის შესაშინებლად ამბობს - ლუკ კოფი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით გაოგნებულები არიან შტატებში - ამერიკელი დიპლომატი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს ომში ჩაბმა არავის სურს, ივანიშვილი კი ამას ქართველი ხალხის შესაშინებლად ამბობს.

ამერიკელი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი პუტინის ენით ლაპარაკობს და ქვყენა რუსეთისკენ მიჰყავს.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე, 2014 წლის და 2022 წლის ომზეა პასუხიმგებელი, არის რუსეთი, მეტი არავინ. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და არა პირიქით. მთელი ეს არსი ამ გლობალური ომის პარტიისა, თითქოს უბიძგებენ საქართველოს რუსეთთან იომოს, ან უკრაინას რუსეთთან, უბრალოდ სასაცილოა. არასდროს მსმენია ვინმეს ვაშინგტონში ან ევროპულ სახელმწიფოებში შეეთავაზებინა, რომ საქართველომ უნდა დაარტყას რუსეთს, ან საქართველომ უკან უნდა დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ახლა საუკეთესო პოლიტიკა აქვს არჩეული, არ გამოიყენოს ძალა. არავის უნდა საქართველო ომში ჩაებას. როცა გავიგე, რომ ივანიშვილი სწორედ ამას ამბობდა, მივხვდი, რომ ამას შიდა პოლიტიკური მიზნებისთთვის აკეთებს , რომ შეაშინოს ქართველი ხალხი - ამბობს ლუკ კოფი "პირველებთან".

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს "ოცნების" მიტინგზე 2008 წლის აგვისტოს ომში, პრაქტიკულად შეერთებული შტატები დაადანაშაულა.