პროტესტის კვირეული საქართველოში - რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონები გამოდიან
პროტესტის კვირეული მთელ საქართველოში და დიდი მზადება 11 მაისის მანიფესტაციითვის დაწყებულია. რუსული კანონის წინააღმდეგ საპორტესტო ტალღა დღეიდან საქართველოს ყველა რეგიონში იწყება. პირველი თელავია, სადაც დღეს დემონტრაცია 18:00 საათზე ერეკლეს მოედანზეა დაანონსებული.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის დაანონსების შემდეგ მოქალაქეების უპრეცედენტო აქტიურობა წამოვიდა.
სოციალურ ქსელში როდესაც განვათავსეთ ფოტოები და ტექსტი, რომ ვაწყობთ აქციას, წარმოუდგენელი აქტივობა წამოვიდა ხალხისგან და ყველასგან მაქსიმალური დახმარება მივიღეთ. გვწერდნენ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე გვირეკავდნენ, ვერ აღვწერ, რამხელა დახმარება მივიღეთ ყველასგან. ასევე გადავწუვიტეთ, ფინანსურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც წამოსვლის სურვილი აქვს სოფლებიდან, მაგრამ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ ტრანსპორტი თელავში მოძარობს მხოლოდ ექვს საათამდე და შეიძლება წამოვიდნენ, თუმცა უკან წასვლის პრობლემა აქვთ. მოდიან ასევე გურჯაანიდან ძალიან ბევრი ხალხი, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.
თელავის გარდა საპროტესტო აქციები ამ კვირაში გაიმართება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც. ხვალ რუსული კნაონის წინააღმდეგ ქუთაისში შეიკრიბებიან, ხუთშაბაშთ - ზუგდიდში, პარასკევს შეკრება იქნება ბათუმშიც.
რეგიონები გამოის თვითდინებით, ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებში თვითონ აწყობს და აქვს სურვილი შეხვედრების, მიტინგების, დემონსტრაციების და ეს ხმა უკვე ისმის არაერთი დღეა რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო რეგიონები შეუერთდნენ თბილისს, არამედ თბილისიდანაც ჩავიდნენ ადამიანები რეგიონებში. ამ დღეებში გავიგეთ და მნიშვნელოვანია, რომ გამოდის ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი და ძალიან ბევრი ადამიანი აქედანაც ჩავა და დაუდგება მათ გვერდში და ჩვენ ყველანი ერთად ვიტყვით იმას, რა საფღრთხეც ემუქრება საქართველოს რუსული კანონის მიღების შემთხვევაშუ, - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი.
აქციების ეპიცენტრი დღეიდან ყოველდღიურად იქნება საქართველოს პარლამენტიც, საბოლოოდ კი ყველა ერთად "ოცნების" რუსულ გადაწყვეტილებას 11 მაისს, რუსთაველზე დიდი დემონტრაციით გააპროტესტებს.